"არა, ნარკოტიკებს"

                 
თბილისში, ნარკორეალიზატორების დაკავების მიზნით, ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. თუ ერთი ნაწილი ღამის კლუბებში ჩატარებულ რეიდს ამართლებს და დაგვიანებულადაც მიიჩნევს, მეორე ნაწილი თვლის, რომ ასეთი ფორმა დაუშვებელია და კლუბის მუშაობაში ხელის შეშლაა.რეიდების მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ ღამის კლუბებში სამართალდამცავების შესვლის გამართლება საზოგადოების გაუნათლებლობის ნიშანია და მსგავსი რამ ცივილიზებულ სამყაროში არ უნდა ხდებოდეს. თუმცა სპეციალისტების ვარაუდით, ამ აზრის დამკვიდრებას  ისინი ცდილობენ, ვინც  გარკვეული პერიოდის განმავლობაში  თანატოლთა მხრიდან სხვადასხვა დამამცირებელი მიმართვების გამო გარკვეული სტიგმის  მატარებელი იყო და დღეს თავის დამკვიდრებას ამ ხერხით ცდილობენ. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ ბოლო დროს მომხდარ  მასობრივ ინტოქსიკაციას, აგრეთვე იმ ფაქტს, რომ ახალგაზრდების გარდაცვალების ყველა გახმაურებული შემთხვევა ღამის კლუბში ვიზიტის შემდეგ მოხდა.  ინფორმირებული მოსახლეობისთვის  სპეცოპერაცია გასაკვირი არ უნდა იყოს. მითუმეტეს, რომ მსგავსი პრაქტიკა ევროპაში უცხო  არ არის. ქლაბერთა უმრავლესობა ამტკიცებდა რომ მათი თავისუფლება სამართალდამცევების მიერ შეიზრუდა, თუმცა "თავისუფლება'' მრავალი განმარტებით შეიძლება გავიგოთ. ის თავისუფლება რომელიც კანონს სცდება არ შიეძლება კეთილ საქმეს მივაწეროთ. დღეს დიდიც და პატარაც მხოლოდ იმას გაიძახის რომ მათი უფლებები ირღვევა.როდესაც ამ პროცესებს შორიდან აკვირდები თითქოს ყველაფერი იცვლება დაზარალებული, თავისუფლება წართმეული ადამიანები ჩვეულებრივ დამნაშავეებად გვეცხადებიან. მათ თუ შეეკითხებით აუცილებლად გიპასუხებენ რომ კლუბში მხოლოდ გართობის მიზნით დადიან თუმცა როდესაც კადრებს ვნახულობთ ვხედავთ გაღიზიანებულ ახალგაზრდებს რომელთაც ხელიდან ესესაა გამოგლიჯეს ის რაც  დამოკიდებულს ხდის მასზე. არსებობს უამრავი კომენტარი, რომელიც ამტკიცებს რომ სამართალდამცავები არანაირ აგრესიას გამოხატავდნენ მათ მიმართ და მშვიდად ითხოვდნენ დაეტოვებინათ გამოძიების ადგილი. თუმცა სამართალდამცავებს აღზნებული ახალგაზრდების დამშვიდება მხოლოდ მათი დროებითი თავისუფლების აღკვეთით მოახდინეს. ყველა იმ კლუბიდან სადაც ჩატარდა სპეცოპერაცია აღმოჩენილია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. ნივთიერება, რომლითაც, სავარაუდოდ, ახალგაზრდები გარდაიცვალნენ, სრულიად უცნობია როგორც მომხმარებლების, ისე ექიმ-ნარკოლოგებისთვის, რადიო თავისუფლებასთან ლაპარაკობს ექიმ-ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე. მისი სიტყვებით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ძალიან ჰგავს ე. წ. სინთეზურ ფენტალინს, რომელიც დღესდღეობით ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოში. როგორც ის ამბობს, აშშ-ში ამ საშუალებით 2017 წელს 60 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. ეპიდემიაა ესტონეთშიც. პირველ ადგილს კი, ამ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების თვალსაზრისით, რუსეთი იკავებს. 
    ნარკოტიკებს კაცობრიობა უძველესი დროიდან იცნობს. უნდა ვიფიქრით, რომ საჭმელში მოხვედრილი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის მიღება გახდა პირველი გაკვეთილი, რომლითაც ადამიანი გაეცნო ამ ნივთიერებათა მოქმედების თავისებურებას.

     მე–19 საუკუნის ბოლომდე ნარკომანია საერთაშორისო პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებში იყო გავრცელებული.

     ტექნიკის განვითარებამ შესაძლებელი გახადა ოპიუმიდან და კოკას ფოთლებიდან დიდი რაოდენობით ახალი ალკალოიდების მიღება, ხოლო მიმოსვლის განვითარებამ გააადვილა ნარკოტიკების გატანა შორეულ ქვეყნებში. აქედან გამომდინარე ნარკოტიკებისთ ვაჭრობამ განსაკუთრებით ფართო მაშტაბებს მიაღწია მე–20 საუკუნის დასაწყისში. სწორედ ამ პერიოდშივე მიექცა ყურადღება ნარკომანიას, ვინაიდან თვალნათლივ გამოჩნდა ის დიდი ბოროტება, რაც ნარკოტიკს მოაქვს ადამიანისთვის.

    ამჟამად მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ცნობილია ის ნივთიერებები, რომლებიც აყუჩებენ ტკივილს, ამცირებენ ზოგიერთი დაავადებების სიმპტომებს და კარგ განწყობას იწვევენ. მათგან აღსანიშნავია ოპიუმი, რომლის სამკურნალო თვისებები იმდენად დიდია, რომ ზოგიერთი ავადმყოფური მდგომარეობის დროს დღესაც ითვლება ერთ–ერთ ყველაზე ეფექტურ სამკურნალო საშუალებად.

    მიუხედავად ამისა ოპიუმის და მსგავსი მოქმედებების მქონე პრეპარატების მიღება
საშიშია იმის გამო, რომ მათი მიღების შემდეგ ვითარდება ეიფორიის განცდა, ადამიანი ადვილად ეჩვევა მას და უჩნდება პრეპარატის განმეორებით მიღების დაუძლეველი მისწრაფება და მთლიანად მიჯაჭვული რჩება ამ ნივთიერებაზე.

   ნარკომანიის გამომწვევი მიზეზების მრავალგვარია . ხოლო ნარკომანთა რაოდენობა და ნარკომანიის სახეები სხვადასხვა ქვეყანაში სრულიად განსხვავებულია.

   მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკაში ძირითადად ხმარობენ ორი სახის ნარკოტიკს.

1) ჰეროინს, რომელსაც დაახლოებით 70 000 ადამიანი იღებს,
2) ინდურ კანაფს, რომელსაც მარიხუანის სიგარეტის სახით ეწევიან, ძირითადად – აშშ–ში,
3) სამხრეთ ამერიკაში გამოიყენება მცენარე კოკას ფოთლები, აფრიკაში–ჰაშიში, რომლის მწეველთა რიცხვი ადგილობრივ ტომებში რამდენიმე ათეულ ათასს აღწევს.
 აღმოსავლეთ და სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში ჯერ კიდევ 350 ათასზე მეტია ოპიუმის მწეველი. ჰონლონგსა და მის ახლოს მდებარე რაიონებში 100 000–მდე ადამიანი თავს იწამლავს ჰეროინით.

    მიუხედავად იმისა რომ მე–20 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, სხვადასხვა ქვეყნები მიმართავენ საერთო ღონისძიებებს, მაინც ვერ ხერხდება ნარკოტიკებით ვაჭრობის  არალეგალური ბაზრების ლიკვიდაცია. ყოველივე ამას ხელს უწყობს ის მდგომარეობა, რომ მსოფლიოში არის  ისეთი რეგიონები, სადაც ოპიუმის შემცველ ყაყაჩოზე კონტროლის დაწესება ჯერ კიდევ შეუძლებელია, ასევე ძნელი აღსაღრიცხია ინდოეთის კანაფის მოსავალი. ნარკოტიკს ახასიათებს ფსიქიკური დამოკიდებულის სინდრომი,ეს არის ნარკომანიის სინდრომი, რომელიც დაავადების განვითარების გარკვეულ ეტაპზე ჩნდება და გულისხმობს ფსიქიკურ (ობსესიურ) ლტოლვასა და ინტოქსიკაციის დროს ფსიქიკური კომფორტის მიღწევის უნარს. მას წინ უძღვის შეცვლილი რეაქციის სინდრომი.
  ფსიქიკური (ობსესიური) ლტოლვა გამოიხატება ნარკოტიკზე გამუდმებულ ფიქრებში, დათრგუნვილობაში, ნარკოტიკის უქონლობის დროს დაუკმაყოფილებლობის გრძნობაში და განწყობილების გაუმჯობესებაში ნარკოტიკის მიღების მოლოდინით წინასწარ ტკბობის დროს. ობსესიური ლტოლვა ემოციურ ფონს განაპირობებს, მაგრამ მას არ შეუძლია (ფიზიკური, კომპულსიური ლტოლვისგან განსხვავებით) მთელი ცნობიერების დაკავება, ქცევის კარნახი. დაავადების ამ სტადიაში, როცა ობსესიური ლტოლვა ყალიბდება, ამ მოტივების ბრძოლა გრძელდება.
ობსესიური ლტოლვა მძაფრდება კონფლიქტური სიტუაციების, არასასიამოვნო განცდების (მიზეზობრივად ნარკოტიკის მიღებასთან დაკავშირებით), ამა თუ იმ ადგილის მონახულების, ადამიანებთან შეხვედრის, ლიტერატურის კითხვის, საუბრების (ნარკოტიკის მიღებასთან დაკავშირებული) დროს. ლტოლვა შეიძლება შემცირდეს ისეთი კონფლიქტური სიტუაციების დროს, რომელიც მიზეზობრივად დაკავშირებულია ნარკოტიკის მიღებასთან, როცა ჩნდება ძლიერი გატაცება, პოზიტიური ემოციებით გაჯერებული მდგომარეობა. ობსესიური ლტოლვა არასპეციფიკურია, ანუ ის შეიძლება სხვა ნარკოტიკით დაკმაყოფილდეს, რაც კომპულსიური ლტოლვისგან მეორე მთავარი განმასხვავებელია.ობსესიური ლტოლვა, როგორც დაავადების ერთ-ერთი ადრეული სიმპტომი, ძნელად ვლინდება, რადგან უმეტეს შემთხვევაში, თავად ავადმყოფი იტყუებს თავს. ამავე დროს, ობსესიური ლტოლვა დაავადების ყველაზე ხანგრძლივი და ძნელად დასაძლევი სიმპტომია. დაავადების განვითარებასთან ერთად, და ნარკომანიის უფრო აშკარა ნიშნების გამოჩენისას, ისეთის როგორებიცაა კომპულსიური ლტოლვა და აბსტინენტური სინდრომი, ობსესიური ლტოლვა მეორე პლანზე გადადის. ამის მიუხედავად, მწვავე სიმპტომატიკის მოხსნის შემდეგ რემისიის დროს და შედარებით უკეთეს ფიზიკურ მდგომარეობაში, ობსესიური ლტოლვა არსებობას გამოხატულობის იგივე ხარისხით აგრძელებს არსებობას, როგორიც ის მკურნალობამდე იყო. უმეტესწილად, ნარკოტიკისადმი ფსიქიკური ლტოლვა არის დაავადების მუდმივი შემთხვევების ძირითადი და ერთადერთი მიზეზი. ინტოქსიკაციის დროს, ფსიქიკური კომფორტის მიღწევის უნარი არ არის ეიფორიის სინონიმი, მასში არა იმდენად სიამოვნების განცდა იგულისხმება, რამდენადაც დაუკმაყოფილებლობის მდგომარეობიდან გაქცევა. თუ ჯანმრთელ ადამიანს მრავალ სიტუაციაში შეუძლია დაკმაყოფილება, მათ შორის ნარკოტიკული გაბრუების დროს, ნარკომანს — მხოლოდ ნარკოტიკის მიღების დროს. ამავე დროს, თუ ჯანმრთელი ადამიანის ფსიქიკური ფუნქციები ნარკოტიკული გაბრუების დროს ირღვევა, ნარკომანის ფსიქიკური ფუნქციები, პირიქით, ნარკოტიკის მიღების შემდეგ უმჯობესდება, რადგან ინტოქსიკაციის უქონლობის პირობებში ისინი ისედაც უკვე ძალზედ დაბალია. ინტოქსიკაციის დროს, დამაკმაყოფილებელი ფსიქიკური ფუნქციონირების სინდრომი ნარკომანიის ყველა ფორმის დროს ვლინდება, რამდენიმე ფსიქოდელიური საშუალების (ლსდ) მოხმარების შემთხვევების გარდა, როდესაც ფსიქიკა ყოველთვის მხოლოდ ირღვევა.
საინტერესოა თუ როგორ მკურნალობენ ნარკომანიას?! მკურნალობაზე ყოველი სახელმწიფოს ხელისუფლება ბევრ ფინანსებს  და ენერგიას ხარჯავენ, მაგრამ ყველა ერტხმად მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ნარკომანიის მძიმე ფორმების მკურნალობა (ჰეროინისადმი მიდრეკილება) ხშირად უშედეგოა. სპეციალიზებულ კლინიკაში გამოყენებადი მეთოდიკა კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ქმედითი, თუ თავად ავადმყოფია აქტიურ პოზიციაზე. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, გამოჯანმრთელების შემდეგ ხშირია რეციდივები.ნარკომანიის წინააღმდეგ ყოველთვის მიმართავენ ძალის მიერ გზებსაც,ნარკომანიასთან ბრძოლა, პირველ რიგში, საკანონმდებლო დონეზე მიმდინარეობს. ნარკოტიკული ნივთიერებების წარმოების, ტრანსპორტირების და გავრცელებისთვის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში ითვალისწინებენ სისხლის სამართლის მკაცრ სანქციებს. დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესის ფართო პროპაგანდას. მაგრამ მაინც თვლიან, რომ უფრო ეფექტურია (მაგრამ ცოტა რთული), საზოგადოებას ისეთი სოციალური პირობები შეუქმნან, რომელიც ნარკოტიკების გამოყენებას ხელს შეუშლის.ერთადერთი ჭეშმარიტება კი ის არის რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ მოახერხებს შეეშვას ნარკოტიკს, როდესაც მის შეგნებამდე დავა, ის ფაქტი თუ რამდენად აზიანებს ნარკოტიკი მის ორგანიზმს და რამხელა საფრთხეს უქმნის მის გარშემო მყოფ საზოგადოებას.    სტატისტიკის თანახმად, საქართველოში დაახლოებით 45 ათასი ნარკოდამოკიდებული მოქალაქე ცხოვრობს (იგულისხმება ნარკოტიკების მხოლოდ ინტრავენურად (ინექციურად) რეგულარული მომხმარებლები). სპეციალისტები ამბობენ, რომ რეალურად საქართველოში მარიხუანას, "ბიოს" და სხვა შედარებით მსუბუქი ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთა რაოდენობა ზემოთ მოყვანილ რიცხვს რამდენჯერმე აღემატება.კვლევა, რომელიც გლობალური ფონდის დაფინანსებით კომპანია "ბემონმა" ორი წლის წინ ჩაატარა, უკანასკნელია, რომელმაც ამ მიმართულებით კონკრეტული მაჩვენებლები დააფიქსირა, შესაბამისად სპეციალისტებს დღეს არსებულ რეალობაზე საუბარი უჭირთ. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ნარკომანიასთან ბრძოლა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია და 2014 წლის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, ამ მიმართულებით პროგრამების რაოდენობაც გაიზრდება.
"საქართველოში და ევროპულ ქვეყნებში არსებულ სიტუაციას თუ შევადარებთ, ვნახავთ რომ პრობლემურ მომხმარებელთა რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე ჩვენთან სამჯერ მაღალია, ხოლო წლების განმავლობაში ჩვენთან სიტუაცია იმ ფაქტმაც დაამძიმა, რომ ე.წ. ტრადიციული ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა შეიზღუდა, რამაც მომხმარებელთა კუსტარულ ნარკოტიკზე გადასვლა გამოიწვია.
"ეს ნარკოტიკები გაცილებით საშიშია როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური თვალსაზრისით. შესაბამისად მთავრობის როლი მათ დახმარებაში უზარმაზარია. დღევანდელი დაფინანსებით მკურნალობა მხოლოდ 5%-თვის არის ხელმისაწვდომი. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ადგილები წინასწარ არის დაკავებული და ხშირ შემთხვევაში პაციენტებს რიგში დგომა თვეების მანძილზე უწევთ"

წამალდამოკიდებულთა მკურნალობის ხარჯები პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ექიმი-ნარკოლოგები განმარტავენ, რომ რაციონალური დეტოკსიკაცია, რომელიც 1 თვემდე გრძელდება, დაახლოებით 2000-2500 ლარამდე ჯდება. თუმცა გარდა ამისა, არსებობს ჩანაცვლებით, ე.წ. მეტადონით მკურნალობა, რომელიც თვეში 220 ლარი ჯდება, ხანგრძლივობა კი პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე, 2 თვიდან 2 წლამდე მერყეობს.

"სულ ახლახან მოხდა ჩვენს მიერ შემუშავებული პროგრამის სამოქმედო გეგმის გაწერა და თუკი მთავრობა ამ გეგმის დაფინანსებას აპირებს, მისასალმებელია. არსებულ პროგრამაში გათვალისწინებულია სერვისების გაორმაგება როგორც რაოდენობრივად, ასევე გეოგრაფიულად, გარდა ამისა შემოტანილია ახალი სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვა, მომსახურე მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლება და მსგავსი ღონისძიებები. ვერ ვიტყვით რომ ცოდნა და კვლაიფიკაცია ჩვენი სპეციალისტებისა დაბალია, თუმცა რეგიონებში არსებული ცენტრების შემთხვევაში კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროება ნამდვილად დგას", - ამბობს ოთიაშვილი.

ნარკოლოგი აქცენტს კანონმდებლობაზეც აკეთებს, აცხადებს, რომ საქართველოში მოქმედი კანონი მხოლოდ დასჯაზეა მორგებული და რეალურად შედეგს არ იძლევა. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას დაფინანსების გაზრდის შესახებ პოზიტიურად აფასებს ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი ლევან ბარამიძე და ამბობს, რომ გაზრდილი დაფინანსების წყალობით მკურნალობას სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით, გაცილებით მეტი ბენეფიციარი შეძლებს.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს არსებული პროგრამების გადახედვა, რათა ის ბენეფიციარების მომსახურეობაზე უკეთ იყოს მორგებული. ამ დროისთვის ჩემთვის უცნობია საბოლოო საბიუჯეტო პროგრამა, რის მიხედვითაც ზუსტად გაიწერება, რამდენი პაციენტით გაიზრდება მომსახურეობა.
ნარკომანია ქრონიკული დაავადების სტადიაა, რომელიც კონკრეტული ნარკოტიკული ნივთიერებების სისტემატური მოხმარებითაა გამოწვეული. იგი, ფიზიკური მიმდინარეობის თვალსაზრისით, რამდენიმე ეტაპად მიმდინარე სინდრომის არსებობით ხასიათდება.  ქართულ ბაზარზე ძირითადად გვხვდება სუბოტექსი, ჰეროინი, მეტადონი, ასევე ხშირად გამოიყენება ე.წ. ჯეფი და პერვინტინი, რომელიც "ვინტის" სახელწოდებითაა ცნობილი.

Comments

Popular posts from this blog

საქართველოს დროშა, სიძველით მსოფლიოში მეორე ადგილზეა

კონტროლიორების ზეწოლა მოქალაქეებზე