საქართველოს დროშა, სიძველით მსოფლიოში მეორე ადგილზეა

   ამ თემის გაშლა, რამდენიმე წელია მინდოდა, თუმცა სულ რაღაც მიშლიდა ხელს და აი ამ დღეზე უკეთეს ალბათ ვერც შევარჩევდი, 14იანვარი საქართველოს დროშის დღეა .       

   სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ ქართველები ყოველთვის მძაფრი ემოციებით გამოირჩევიან და ამ სიმძაფრეში საშინელება ის გახლავთ რომ ყოველთვის იქმნება ორი დაპირისპირებული მხარე, არ აქვს მნიშვნელობა ეს პრობლემა პოლიტიკურია თუ უბრალოდ საზოგადოებაში მომხდარი რაიმე უსიამოვნება, ყოველთვის ჩნდება მხარე რომელსაც ქვის მსროლელის ფუნქცია ენიჭება და მხარე რომელსაც დაცვის ფუნქცია აქვს. 

   2012წელს პოლიტიკური ცვლილებების ფონზე გამოსული პატრიოტები, რომელთა ერთადერთი მოთხოვნა ქვეყნის დაცვა იყო, უარს ამბობდა დროშაზე რომელიც სწორედ იმ პოლიტიკური ძალის მიერ იყო აღმართული რომლის გადაგდებასაც მართლაც რომ სამართლიანად ითხოვდა. მინდა ციტირება მოვიყვანო ამ შეძახილებისა: არ გვინდა მიშას დროშა! ვფიქრობდი , ნუთუ არ აღმოჩდება ვინმე მათ შორის ვინც ხმამაღლა და მკაცრი ტონით იტყოდა, ეს დროშა ჩვენია და არცერთ პოლიტიკურ ძალას ის არ ეკუთვნის!
  
   საქართველოს დროშაზე მოცემული გამოსახულება, ვერცხლის (თეთრ) ფონზე ერთი სწორკუთხა ჯვარი,  კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით ზოგადქრისტიანული სიმბოლოა,როგორც ჰერალდიკური ნიშანი, პირველად 1099წელს ჯვაროსან გოდფრუა ბუიონელის გერბზე დაფიქსირდა, ვინაიდან ამ პიროვნებამ მაცხოვრის საფლავის მცველის ტიტული მიიღო. ამ პერიოდიდან ეს ჰერალდიკური ნიშანი მაცხოვრის საფლავს და ამავე დროს ქრისტიანობის ცენტრს, იერუსალიმს განასახიერებს. ვერცხლი (თეთრი) ჰერალდიკურად უმანკოებას, უბიწობას, სიწმინდეს, სიბრძნეს აღნიშნავს, ხოლო წითელი სიმამაცეს, ვაჟკაცობას. ეს დროშა საქართველოს ტერიტორიის აღმნიშვნელად დაფიქსირდა 1339წელს ანჯელინო დულჩერის პორტულანზე.
   
   
საქართველოს ეროვნული სიმბოლო გერბთან და ჰიმნთან ერთად, შემოღებულ იქნა საქართველოს  ორგანული კანონის საფუძველზე,რომელიც ძალაში  შევიდა საქართველოს პრეზიდენტობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 14 იანვრიდან.
   
   საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე პირველად  14იანვარს აღინიშნა, რაც 2012წელს დაწესდა და საზეიმოდ მარჯანიშვილის მოედანზე აღინიშნა.  
  
   ვიმედოვნებ ეს ბლოგი ბევრს დააფიქრებს და მათ ვისაც მსგავსი შეხედულევები გააჩნდა აზრს შეაცვლევინებს.

Comments

Popular posts from this blog

კონტროლიორების ზეწოლა მოქალაქეებზე