"ლა სკალა"

ლა სკალა (იტალიურად  Teatro alla Scala - სიტყვა-სიტყვით "თეატრი კიბეზე"), ოპერის შენობა მილანში, იტალიაში. შენობა ააგეს ორ წელიწადში არქიტექტორ ჯუზეპე პიერმარინის მიერ, მარი-ტერეზა ავსტრიელის შეკვეთით მას შემდეგ, რაც ხანძრის გამო განადგურდა ძველი საჰერცოგო თეატრი. ლა სკალა გაიხსნა 1778 წლის 3 აგვისტოს ანტონიო სალიერის ოპერით l'Europa riconosciuta.

ამ შენობაში იდგმებოდა დომენიკო ჩიმაროზას, ჯუზეპე ვერდის და სხვათა ოპერები. ეს ქორეოგრაფიული ხელოვნების მთავარი ადგილი იყო. ყოველ წელიწადს მასში უამრავი ბალეტი იდგმება კალასიკური ცეკვის უდიდესი ოსტატების მონაწილეობით. ამის გამო ლა სკალამ თითქმის მითოლოგიური მნიშვნელობა შეიძინა.
შენობის ახალი ინტერიერი
1943 წელს ლა სკალის შენობა დაიბომბა და მისი ხელახალი გახსნა 1946 წელს მოხერხდა.

ლა სკალის ყველაზე ცნობილი მთავარი დირიჟორი იყო არტურო ტოსკანინი. 1972 წელს იგი შეცვალა კლაუდიო აბადომ, 1986 წელს კი - რიკარდო მუტიმ. 2002 წლის 19 იანვარს შენობა დაიხურა განახლებისთვის საჭირო სამუშაოების გამო. განახლებას ხელმძღვანელობდა არქიტექტორი მარიო ბოტა. ხელახალ გახსნას ადგილი ჰქონდა 2004 წლის 7 დეკემბერს სალიერის იმავე ოპერით, რითაც თავდაპირველად გაიხსნა.

ლა სკალაში მუსიკალური სეზონი ტრადიციულად იხსნება 7 დეკემბერს, მილანის მფარველი წმინდა ამბროზის დღეს. ამავე შენობაში არის ლა სკალას მუზეუმი, სადაც ინახება სასცენო ნახატების, დეკორაციების, ქანდაკებების, კოსტიუმების უდიდესი კოლექცია.

ლა სკალას მუსიკალური ხელმძღვანელები მილანის ექვსი მთავარი ღირსშესანიშნაობა
მილანის ექვსი მთავარი ღირსშესანიშნაობა
მილანში ცოტას თუ ნახავთ ჭეშმარიტად იტალიურს, თუმცა ლომბარდიის დედაქალის სტუმრობა მაინც ღირს. გთავაზობთ მილანის ექვს ყველაზე პოპულარულ ღირსშესანიშნაობას, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ. 



 მილანის ტაძარი დუომო

გოთიკის სტილში აგებული კათედრალური ტაძარი მილანის ყველაზე დიდი სიამაყეა. დუომოს 2245 მარმარილოს სტატუა ამშვენებს, სახურავს კი, 135 ქიმი აქვს. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტაძარში 40 000 დასაჯდომი ადგილია, კარგ ამინდში კი, მისი კოშკებიდან ალპური მწვერვალების დანახვაც შეიძლება.

dostoprimecatelnosti_milana_sobor_duomo

ვიქტორ ემანუელ მეორეს გალერეა

მე-19 საუკუნეში აგებული სავაჭრო პასაჟი მილანის ორ მოედანს – პიაცა დელ დუომოს და პიაცა დელა სკალას აერთიანებს, გალერეაში შუშის გუმბათის ქვეშ კი, უამრავი ბუტიკი, სუვენირების მაღაზია და კაფეა თავმოყრილი.

 ლა სკალას თეატრი
მსოფლიოს ერთ-ერთი ყვლაზე ცნობილი ოპრის თეატრი მე-17 საუკუნეში გაიხსნა და სწორედ აქ შედგა პუჩინისა და ვერდის ოპერების პრემიერები. დღეს ლა სკალას თავისი მუზუმიც აქვს, სადაც თეატრის ისტორიასთან დაკავშირებული უამრავი დოკუმენტი ინახება.

Comments

Popular posts from this blog

საქართველოს დროშა, სიძველით მსოფლიოში მეორე ადგილზეა

კონტროლიორების ზეწოლა მოქალაქეებზე