კონტროლიორების ზეწოლა მოქალაქეებზე
2019წლის 15იანვარს ძალიან უცნაური რამ შემემთხვა , ყვითელი ავტობუსით ვიმგზავრე სულ რაღაც ორი გაჩერება მეგობართან ერთად და ბოლო გაჩერებამდე გადავწყვიტე ბილეთის აღება რადგან საუბარს შევყევით და არც გამიმახვილებია ყურადღება იმაზე ბილეთის აღება საჩქარო თუ იყო , მოკლედ ბილეთის ასაღებად მივედი აპარატთან და ამ დროს ავტობუსში ამოვიდა შუა ხნის დანევროზებული ქალი, რომელიც კონტროლიორი აღმოჩდა, აპარატიდან ხელი გამაწევინა ხმამაღალი, აგრესიული ტონით მითხრა რომ ბილეთს ვერ ავიღებდი და სასწრაფოდ უნდა ჩავსულიყავი ავტობუსიდან , სიმართლე გითხრათ გაოცებული ვუყურებდი და წინააღმდეგობა არ გამიწევია, რადგან ყოველთვის კანონმორჩილი ვარ . ავტობუსიდან ჩასვლის თანავე მითხრა რომ გასაჩივრების უფლება მქონდა რაც აშკარად გულისხმობდა რომ გასაჩივრებას აზრი არ ჰქონდა და დროის ფუჭი ხარჯვა იქნებოდა. საშინლად გავღიზიანდი და შეურაწყოფაზე გადავედი რაც შინაგანად სიმართლე გითხრათ სულაც არ მსიამოვნებდა , თუმცა ჩემდა გასაკვირად კონტროლიორს სულაც არ აღელვებულა და თვითონაც ცდილობდა ჩემს შეურაწყოფას, რომ თურმე ის რომ არ დამენახა უბილეთოთ ვიმგზავრებდი.
არვიცი ხუთ ლარიანი ჯარიმა მას რა სარგებელს მოუტანდა თუმცა, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ რომ ეს არაა ადამიანური საქციელი და სანამ მთავრობებს, ზემდგომ ორგანოებს გადავწვდებით,
სალანძღავად ჩვენში უბრალო ადამიანებში ვეძებოთ პრობლემა.
არვიცი ხუთ ლარიანი ჯარიმა მას რა სარგებელს მოუტანდა თუმცა, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ რომ ეს არაა ადამიანური საქციელი და სანამ მთავრობებს, ზემდგომ ორგანოებს გადავწვდებით,
სალანძღავად ჩვენში უბრალო ადამიანებში ვეძებოთ პრობლემა.
Comments
Post a Comment