Posts

კონტროლიორების ზეწოლა მოქალაქეებზე

Image
2019წლის 15იანვარს ძალიან უცნაური რამ შემემთხვა , ყვითელი ავტობუსით ვიმგზავრე სულ რაღაც ორი გაჩერება მეგობართან ერთად და ბოლო გაჩერებამდე გადავწყვიტე ბილეთის აღება რადგან საუბარს შევყევით და არც გამიმახვილებია ყურადღება იმაზე ბილეთის აღება საჩქარო თუ იყო , მოკლედ ბილეთის ასაღებად მივედი აპარატთან და ამ დროს ავტობუსში ამოვიდა შუა ხნის დანევროზებული ქალი, რომელიც კონტროლიორი აღმოჩდა, აპარატიდან ხელი გამაწევინა ხმამაღალი, აგრესიული ტონით მითხრა რომ ბილეთს ვერ ავიღებდი და სასწრაფოდ უნდა ჩავსულიყავი ავტობუსიდან , სიმართლე გითხრათ გაოცებული ვუყურებდი და წინააღმდეგობა არ გამიწევია, რადგან ყოველთვის კანონმორჩილი ვარ . ავტობუსიდან ჩასვლის თანავე მითხრა რომ გასაჩივრების უფლება მქონდა რაც აშკარად გულისხმობდა რომ გასაჩივრებას აზრი არ ჰქონდა და დროის ფუჭი ხარჯვა იქნებოდა. საშინლად გავღიზიანდი და შეურაწყოფაზე გადავედი რაც შინაგანად სიმართლე გითხრათ სულაც არ მსიამოვნებდა , თუმცა ჩემდა გასაკვირად კონტროლიორს სულაც არ აღელვებულა და თვითონაც ცდილობდა ჩემს შეურაწყოფას, რომ თურმე ის რომ არ დამენახა უბილეთ...

საქართველოს დროშა, სიძველით მსოფლიოში მეორე ადგილზეა

Image
   ამ თემის გაშლა, რამდენიმე წელია მინდოდა, თუმცა სულ რაღაც მიშლიდა ხელს და აი ამ დღეზე უკეთეს ალბათ ვერც შევარჩევდი, 14იანვარი საქართველოს დროშის დღეა .           სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ ქართველები ყოველთვის მძაფრი ემოციებით გამოირჩევიან და ამ სიმძაფრეში საშინელება ის გახლავთ რომ ყოველთვის იქმნება ორი დაპირისპირებული მხარე, არ აქვს მნიშვნელობა ეს პრობლემა პოლიტიკურია თუ უბრალოდ საზოგადოებაში მომხდარი რაიმე უსიამოვნება, ყოველთვის ჩნდება მხარე რომელსაც ქვის მსროლელის ფუნქცია ენიჭება და მხარე რომელსაც დაცვის ფუნქცია აქვს.     2012წელს პოლიტიკური ცვლილებების ფონზე გამოსული პატრიოტები, რომელთა ერთადერთი მოთხოვნა ქვეყნის დაცვა იყო, უარს ამბობდა დროშაზე რომელიც სწორედ იმ პოლიტიკური ძალის მიერ იყო აღმართული რომლის გადაგდებასაც მართლაც რომ სამართლიანად ითხოვდა. მინდა ციტირება მოვიყვანო ამ შეძახილებისა: არ გვინდა მიშას დროშა! ვფიქრობდი , ნუთუ არ აღმოჩდება ვინმე მათ შორის ვინც ხმამაღლა და მკაცრი ტონით იტყოდა, ეს დროშა ჩვენია და არცე...
Image
                                                                      "ლა სკალა" ლა სკალა (იტალიურად  Teatro alla Scala - სიტყვა-სიტყვით "თეატრი კიბეზე"), ოპერის შენობა მილანში, იტალიაში. შენობა ააგეს ორ წელიწადში არქიტექტორ ჯუზეპე პიერმარინის მიერ, მარი-ტერეზა ავსტრიელის შეკვეთით მას შემდეგ, რაც ხანძრის გამო განადგურდა ძველი საჰერცოგო თეატრი. ლა სკალა გაიხსნა 1778 წლის 3 აგვისტოს ანტონიო სალიერის ოპერით l'Europa riconosciuta. ამ შენობაში იდგმებოდა დომენიკო ჩიმაროზას, ჯუზეპე ვერდის და სხვათა ოპერები. ეს ქორეოგრაფიული ხელოვნების მთავარი ადგილი იყო. ყოველ წელიწადს მასში უამრავი ბალეტი იდგმება კალასიკური ცეკვის უდიდესი ოსტატების მონაწილეობით. ამის გამო ლა სკალამ თითქმის მითოლოგიური მნიშვნელობა შეიძინა. შენობის ახალი ინტერიერი 1943 წელს ლა სკალის შენობა დაიბომბა და მისი ხელახალი გახსნა 1946 წელს...

"არა, ნარკოტიკებს"

Image
                  თბილისში, ნარკორეალიზატორების დაკავების მიზნით, ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. თუ ერთი ნაწილი ღამის კლუბებში ჩატარებულ რეიდს ამართლებს და დაგვიანებულადაც მიიჩნევს, მეორე ნაწილი თვლის, რომ ასეთი ფორმა დაუშვებელია და კლუბის მუშაობაში ხელის შეშლაა.რეიდების მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ ღამის კლუბებში სამართალდამცავების შესვლის გამართლება საზოგადოების გაუნათლებლობის ნიშანია და მსგავსი რამ ცივილიზებულ სამყაროში არ უნდა ხდებოდეს. თუმცა სპეციალისტების ვარაუდით, ამ აზრის დამკვიდრებას  ისინი ცდილობენ, ვინც  გარკვეული პერიოდის განმავლობაში  თანატოლთა მხრიდან სხვადასხვა დამამცირებელი მიმართვების გამო გარკვეული სტიგმის  მატარებელი იყო და დღეს თავის დამკვიდრებას ამ ხერხით ცდილობენ. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ ბოლო დროს მომხდარ  მასობრივ ინტოქსიკაციას, აგრეთვე იმ ფაქტს, რომ ახალგაზრდების გარდაცვალების ყველა გახმაურებული შემთხვევ...