"არა, ნარკოტიკებს"
თბილისში, ნარკორეალიზატორების დაკავების მიზნით, ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. თუ ერთი ნაწილი ღამის კლუბებში ჩატარებულ რეიდს ამართლებს და დაგვიანებულადაც მიიჩნევს, მეორე ნაწილი თვლის, რომ ასეთი ფორმა დაუშვებელია და კლუბის მუშაობაში ხელის შეშლაა.რეიდების მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ ღამის კლუბებში სამართალდამცავების შესვლის გამართლება საზოგადოების გაუნათლებლობის ნიშანია და მსგავსი რამ ცივილიზებულ სამყაროში არ უნდა ხდებოდეს. თუმცა სპეციალისტების ვარაუდით, ამ აზრის დამკვიდრებას ისინი ცდილობენ, ვინც გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანატოლთა მხრიდან სხვადასხვა დამამცირებელი მიმართვების გამო გარკვეული სტიგმის მატარებელი იყო და დღეს თავის დამკვიდრებას ამ ხერხით ცდილობენ. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ ბოლო დროს მომხდარ მასობრივ ინტოქსიკაციას, აგრეთვე იმ ფაქტს, რომ ახალგაზრდების გარდაცვალების ყველა გახმაურებული შემთხვევ...